მათივე ცნობით, დღესდღეობით კომპანიას წარდგენილი აქვს 250-ათასიანი საგადასახადო მოთხოვნა. ამ მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულია კომპანიის აქტივები, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს:
“გაყინულია საბანკო ანგარიშები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს IDS Borjomi International-ის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობას”, – აცხადებენ “IDS ბორჯომი საქართველოს” პრესსამსახურში.
IDS Borjomi International-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. აქციონერთა შორის არიან უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები, აგრეთვე, საფრანგეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის მოქალაქეები.
