ახალი ამბები

საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მთავრობას მოლაპარაკების გამართვისაკენ მოუწოდებს

8 ნოემბერი, 2012 • • 956
საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მთავრობას მოლაპარაკების გამართვისაკენ მოუწოდებს

ქრისტიან–დემოკრატიული წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, მძღოლებმა მერიას 16– პუნქტიანი მოთხოვნით მერიას 1 ნოემბერს მიმართეს, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. რის გამოც დღეს, დილის 7 საათიდან მძღოლების გაფიცვა დაიწყო.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები ქალაქის მთავრობას მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდებენ. საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კოკი იონათამაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებს გაფიცვაზე, რაც უპასუხისმგებლობაა.

“ძალიან კარგია, თუ “ქრისტიან დემოკარტიული” პარტიის წარმომადგენლები მიხვდნენ და მძღოლებს გაფიცვის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. ამ პრობლემებიდან ბევრი ობიექტურია და ჩვენ გვინდა, რომ მოგვარდეს. არსებობს იმის რესურსი, რომ ეს პრობლემა კონსტრუქციულად მოგვარდეს და პრობლემები გადაწყდეს შეხვედრაზე და არა გაფიცვით” – განაცხადა კოკი იონათამაშვილმა.

თბილისის საკრებულოში 14 საათზე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი