ახალი ამბები

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 13 პირი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ

14 თებერვალი, 2017 • 3384
თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 13 პირი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ

თბილისის მერიასთან დაკავებული 13 ადამიანის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

გუშინ 13 თებერვალს, თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” გამართული აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისის მერიასთან დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნიდსადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განგვიცხადეს, რომ სასამართლო ჯერ დანიშნული არაა. “ნაციონალური მოძრაობის’ პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ დაკავებულები ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და მოელიან რომ დღეს გაიმართება სასამართლო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია გამართეს მერიასთან იმის გასაპროტესტებლად, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრებისთვის თანხის გადაცემას აპროტესტებდნენ.

თბილისის მერია გამოეხმაურა აქციის მონაწილეების დაკავებას და განაცხადა, რომ აქცია ხელს უშლიდა მერიის მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი