ახალი ამბები

მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქციის 13 მონაწილე დააკავეს

13 თებერვალი, 2017 •
მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქციის 13 მონაწილე დააკავეს

დღეს, 13 თებერვალს მერიის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული აქციის 13 მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის ბრალდებით დააკავა.

166-ე მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

ამ მუხლის დარღვევისთვის სანქციად დაწესებულია დაჯარიმება 100 ლარის ოდენობით ან, ადმინისტრაციული პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

173-ე მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დღეს, თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციელები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი