ახალი ამბები

სააკაშვილი და ივანიშვილი ობამას ულოცავენ

8 ნოემბერი, 2012 • 4749
სააკაშვილი და ივანიშვილი ობამას ულოცავენ

„ნება მიბოძეთ, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენდამი იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ და  ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მისწრაფებას ნატო-ში. დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მომავალში კიდევ უფრო გაღმავდება ისევე, როგორც კავშირი ჩვენს ხალხებს შორის“, – აღნიშნულია სააკაშვილის მიერ ობამასთვის გაგზავნილ მილოცვის წერილში.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი