ახალი ამბები

საკონსტიტუციო ქუჩაში მცხოვრებებისთვის შემწეობის მიღების რეგულაციების გაუქმებაზე იმსჯელებს

13 თებერვალი, 2017 • 3070
საკონსტიტუციო ქუჩაში მცხოვრებებისთვის შემწეობის მიღების რეგულაციების გაუქმებაზე იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელი, სადაც მოსარჩელე ითხოვს იმ რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ პირებს საარსებო შემწეობის მიღებას უზღუდავს.

სარჩელის ავტორი ადამაინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია (EMC).

მოსარჩელე ასაჩივრებს წესს, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღებისათვის აუცილებელია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა. შესაბამისად, ასეთი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, უსახლკარო პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, განცხადებით მიმართონ სახელმწიფო ორგანოს, მოითხოვონ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და მიიღონ საარსებო შემწეობა.

EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის არათანასწორ გარემოს, ლახავს უსახლკარო პირების პატივსა და ღირსებას, არღვევს სიცოცხლისა და  სოციალურ უფლებებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი