ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ 2019 წელს გადადგება

10 თებერვალი, 2017 •
ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ 2019 წელს გადადგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდება და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდება, იგი იქნება ამაყი და თანამდებობიდან გადადგება.

ამავდროულად, მაღლაფერიძე ასევე აცხადებს, რომ თუ მაუწეყბლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდება, იგი აიღებს პასუხისმგებლობას და მაინც გადადგება. ამის შესახებ მაღლაფერიძემ დღეს, 10 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მაღლაფერიძემ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შეფასების მისეულ ხედვაზე და თქვა, რომ შეფასება მინიმუმ 2 კრიტერიუმით უნდა განხორციელდეს რეიტინგით და ხარისხობრივი კვლევით, რომელიც გამოაჩნეს, რა საშუალებებით იქნება მიღწეული ეს რეიტინგი და ხომ არ არის ეს “ყვითელი გადაცემების” დამსახურება.

მაღლაფერიძის აზრით, რეიტინგის მინიმალური ნიშნული, რომლითაც მაუწყებლის საქმიანობა უნდა შეფასდეს, 15%-ია, თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ არხის მენეჯმენტის ვერსიაა და ისინი ალტერნატიულ ავრიანტებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებიდან და სამეურვეო საბჭოსგანაც ელოდებიან.

“ჩვენი გეგმით, 2019 წელს საზმაუწყებელი შეძლებს, რომ ბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს 15%-ზე მეტი იქნება, თუ შემთხვევით მოხდება ისე, რომ [მინიმალურ ნიშულად]  2% დაწესდება ან 3, 4%… მე ეს საქმე არ მაინტერესებს. თუ 2019 წლის ბოლოს ეს მიზანი მიღწეული იქნება და საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე შეეძლება პოლიტიკური მოთამაშე დადგეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი. თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები, თუ შესრულდება – მე ვიტყვი, რომ აი, აწყობილია ტელევიზია, რომელსაც უკვე შეუძლია მათ შორის პოლიტიკური,  შემცნებითი საგანგმანეთლებლო ამოცანების [შესრულება]”, – განაცხადა მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის საზოგადოებრივ ისეთ დაბალ რეიტინგს მოუთმენდა, როგორიც საქართველოში აქვს.

“საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველა უნდა გრძნობდეს ბაზრის სუნთქვას, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწეყბელი… ყველა ცოცხალი უნდა იყოს შიგნით, არ უნდა იყის ისე, როგორც დღესაა, რომ ყველა აქებს თავის გადაცემას და ცდილობს მოიყვანოს თავისი მომხრეები და ილაპარკაოს… მე უამრავ გადაცემაზე მომივიდა, რომ გინდა თუ არ იყოს”, – განაცხადა მაღლაფერიძემ, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ მაუწყებლის ყველა გადაცემამ უნდა გაიროს გაკრვეული კრიტერიუმებისაგან შემდგარი ფილტრი, რომლითაც დადგინდება, უნდა იყოს თუ არა ესა თუ ის გადაცემა ეთერში. მაღლაფერიძისა და მისი გუნდის აზრით, გადაცემის შეფასებისაათვის ფილტრი შეიძლება იყოს რეიტინგი და ხარისხობრივი კვლევა, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ არის და კრიტერიუმებზე მსჯელობის პროცესში საბოლოო შეთანხმების მისაღწევად სამეურვეო საბჭო და საზოგადოებაც უნდა ჩაერთონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი