ახალი ამბები

ილია მეორეს ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდება

9 თებერვალი, 2017 • 4856
ილია მეორეს ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდება

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს გერმანიაში ქირურგიული ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალს, ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.

“ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს. ჩაუტარდა გამოკვლევები და გერმანელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება ორშაბათისთვის”,- ამბობს პატრიარქის მდივანი.

დაგეგმილი ოპერაციის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმაც დაუდასტურა, რომელიც გერმანიაში იმყოფება. მისი თქმით, ილია მეორეს ოპერაცია სავარაუდოდ ორშაბათს ჩაუტარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. მისი ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ ილია II-ის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი