ახალი ამბები

ანონსი – 8 თებერვალი

7 თებერვალი, 2017 • 4332
ანონსი – 8 თებერვალი

გთავაზობთ 8 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


11:00 – შრომის, ჯანმრთელიბისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და “ჯიპიაი ჰოლდინგის” დირექტორი პაატა ლომაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “ჯიპიაი ჰოლდინგი” 300 სამუშაოს მაძიებელს დაასაქმებს. მის: აღმაშენებლის გამზ. #61 (ბიზნეს ცენტრი ” მოზაიკა”)
საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558 240 770


11:00 – ადამიანის უფლებათა ცენტრი პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრებენ


12.00 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ისტორიკოსის,აკადემიკოსის შოთა მესხიას ხსოვნისადმი  მიძღვნილი წიგნის -,,თსუ შრომები’’ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ილია ჭავჭავაძის პროეპექტი N1, (თსუ I კორპუსი, აუდიტორია N 212)


12:00 – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ქ.წამებული გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18


12:00 – „ტექნოპარკში“ ინოვაციების სააგენტოს პროგრამა -„ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge – ს პრეზენტაცია გაიმართება.


12:30 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი. ქუთაისი, C კორპუსი, პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ


13:00 – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა


15:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან


15:50 – საქართველო – შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან


17:10 – საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან


18:10 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი