ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ www.saba.com.ge 3 თვის წინ შეიქმნა და საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს – ლიტერატურულ პრემია „საბას“ სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე, სხვა პოპულარულ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.
www.saba.com.ge-ზე უკვე დევს „საბას“ ორიგინალური წამკითხველი Saba Reader, რომლის გადმოწერაც მომხმარებელს უფასოდ შეუძლია. Saba Reader-ის ჩამოტვირთვის შემდეგ საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა მათთვის უკვე ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომი ხდება!
Saba Reader მოხერხებული და კომფორტული წამკითხველია, რომელიც სინქრონიზებულია მომხმარებლის მიერ „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში გახსნილ პირად ონლაინ ბიბლიოთეკასთან – ყველა წიგნი, რომელიც შეძენილი გაქვთ, ან ამის შემდეგ შეიძენთ, ავტომატურად განთავსდება Saba Reader-ში, თქვენს ვირტუალურ თაროზე და მათ წაკითხვას შეძლებთ ნებისმიერ ადგილას, ინტერნეტის გარეშე, პირადი კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით.
სულ მალე „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლი ანალოგიური სიახლეს iPhone და iPad-ისთვისაც გეგმავს.