ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ჩვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

30 ოქტომბერი, 2012 • • 1115
ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ჩვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

“ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას  ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად,”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტი პირად კონტროლზე ჰყავდა ასევე აყვანილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ეკატერინე ზღულაზესაც.

 

10 თვის ბავშვი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ჩამხრჩვალი 30 სექტემბერს იპოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი