ახალი ამბები

ევროკომისარი: საქართველოში ევროკავშირის იმაზე მეტი დროშა ფრიალებს, ვიდრე ბრიუსელში

2 თებერვალი, 2017 • 2320
ევროკომისარი:  საქართველოში ევროკავშირის იმაზე მეტი დროშა ფრიალებს, ვიდრე ბრიუსელში

ევროკომისარმა  მიგრაციის საკითხებში ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის თაობაზე მიმდინარე დებატებზე ქვეყნის მიერ განხორციელებული ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა. დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, საქართველომ, საკუთარი მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მისაღწევად ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა:

“ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რისთვისაც განვლილი იქნა ხანგრძლივი პროცესები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციაზე დიალოგი, როგორც მოგეხსენებათ,  დაიწყო 2012 წლის ივნისში და ამ პერიოდიდან მოყოლებული უწყვეტმა მონიტორინგმა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველომ აუცილებელი პროგრესი მოახდინა. ქვეყანა  ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი და ნიშნული. აქედან გამომდინარე, გაკეთდა შეფასება პროგრესისა, რომელიც შესთავაზა 2016 წლის მარტში, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის” – თქვა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ავრამოპულოსის შეფასებით, განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველო დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპის მიმართულებით.

ევროკომისარმა საქართველოში საკუთარი ვიზიტიც გაიხსენა:

“მე შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, რომ ვიხილე ევროკავშირის იმაზე მეტი დროშა საქართველოში, ვიდრე ბრიუსელში. ეს მართაც მისასალმებელი ფაქტი გახლავთ,” – თქვა დიმისტრის ავრამოპულოსმა

მისი თქმით, კომისია გააგრძელებს დააკვირდეს საქართველოს თავსებადობას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესებთან, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.


ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი