ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს აცნობეს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში თოვლითა და ყინვით გამოწვეული ტრავმების გამო ბათუმში 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვს და ყინავს.

“ჯამში, სამი დღის განმავლობაში ხუთი შემთხვევა იყო,”- განუცხადეს ნეტაგზეთს ბათუმის სასწრაფოში. მათვე ცნობით, იყო დაჟეჟილობები და მოტეხილობის შემთხვევაც.

თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ სამი დღის განმავლობაში თოვლითა და ყინვით გამოწვეული ტრავმები არ ჰქონიათ.

რაც შეეხება რეგიონებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში მიაწოდებენ.

თოვლიანი ბათუმი. ფოტო: გაზეთი ბათუმელები/თედო ჯორბენაძე 29.01.2017
თოვლიანი ბათუმი. ფოტო: გაზეთი ბათუმელები/თედო ჯორბენაძე 29.01.2017

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *