რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. დღეიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაინიშნა, რომლის მთავრობასა და პროგრამასაც პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა.
დღეიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ფუნქციონირებს შემდეგი შემადგენლობით:
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი;
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი მარგველაშვილი;
გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – კახა კალაძე;
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;
სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგენკო;
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
დასაქმების სახელმწიფო მინისტრი – კახა საკანდელიძე.