ახალი ამბები

კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის პედრო ალმოდოვარი უხელმძღვანელებს

31 იანვარი, 2017 • 7415
კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის პედრო ალმოდოვარი უხელმძღვანელებს

კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი უხელძღვანელებს.

“კანის კინოფესტივალი მოხარულია, წარმოგიდგინოთ უნიკალური და ძალიან პოპულარული ხელოვანი. მისმა ნამუშევრებმა უკვე დატოვა მარადიული ნიშა კინოს ისტორიაში”- ნათქვამია კანის კინოფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში.

ალმოდოვარს აქამდე კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრობის გამოცდილება აქვს. მაშინ ჟიურის ხელმძღვანელი ჟერარ დეპარდიე იყო.

სხვადასხვა დროს პედრო ალმოდოვარის 5 ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის კონკურსში –“ყველაფერი დედაჩემის შესახებ”. “დაბრუნება”, “გაბზარული ამბორი”, “კანი რომელშიც ვცხოვრობ” და “ხულიეტა”. 2004 წელს ალმოდოვარის ფილმით “ცუდი აღზრდა” კანის კინოფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალი 2017 წლის 17-28 მაისს გაიმართება. ჟიურის წევრები კი აპრილში დასახელდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი