ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

25 ოქტომბერი, 2012 • 1088
საქართველოს რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

მათივე ცნობით, გუშინ, 24 ოქტომბერს, სატვირთო გადაზიდვის კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა: გადაიზიდა 70 000 ტონა ტვირთი (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, მშრალი ტვირთი). სტაბილურია სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 24 ოქტომბერს რკინიგზის სატვირთო მატარებლების თანამშრომლებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. რკინიგზელები ხელფასების მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ზედმეტი სამუშაო საათების ანაზღაურებას და პროფკავშირული აქტიურობისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების აღდგენას ითხოვენ.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა ლაშა ბლიაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება რკინიგზის ადმინისტრაციასთან ვერ შედგა და პროფკავშირები მოლაპარაკებას ეკონომიკის ახალ მინისტრთან აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი