ახალი ამბები

უმცირესობა ახალი მთავრობის პროგრამას მხარს არ უჭერს

24 ოქტომბერი, 2012 • 1033
უმცირესობა ახალი მთავრობის პროგრამას მხარს არ უჭერს

„იმ საკითხებზე ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები, რომლითაც “ქართული ოცნება” არწმუნებდა ხალხს, რატომ უნდა დაეჭირა მხარი მათთვის, შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობა” მხარს ვერ დაუჭერს ახალი მთავრობის პროგრამას, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ პროცედურულ ომს მთავრობის დამტკიცების პროცესის გასაჭიანურებლად,“ – აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

 

“ნეტგაზეთი” უმცირესობის კიდევ ერთ წევრს – გოგა ხაჩიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირებები თავიდანვე არარეალური იყო:

„რა „სიკეთეც“ შეიძლებოდა აქედან მიგვეღო, ალბათ იქიდან გამომდინარე ვთხოვე, რომ მესამე ანეკდოტი მაინც მოეძღვნა ჩვენთვის, რითაც ათასობით ადამიანი ძალიან კარგად ვერთობით და ვხალისობთ”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი