აღნიშნული შეფასება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის წინაშე წარდგომის შემდეგ განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, მათ პროგრამაში არსებობს პროექტები, რომლის განხორციელების ზუსტი ვადებიც ჯერ ვერ დასახელდება.
“რამდენიმე შეკითხვა იყო და განვუმარტე, თუ სად ვასახელებდით ჩვენ დროს, სადაც არ გვითქვამს დრო, იქ არ ვაპირებთ დაზუსებას. მათ კი ეს ვერ გაიგეს იმიტომ, რომ სხვა რეალობაში არიან. ჩემს პროგრამაში მუდმივად ვამბობდით, რომ პენსია უნდა იყოს არანაკლები საარსებო მინიმუმის და საარსებო მინიმუმიც უნდა გადაიხედოს. მაგრამ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ დაგვისახელებია კონკრეტული დრო. ამას სჭირდება ეკონომიკური პროცესების დაწყება, სამუშაო ადგილების შექმნა”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.