ახალი ამბები

ივანიშვილი: ხიდის დანგრევის საკითხს მოსახლეობასთან შეთანხმებით გადავწყვეტთ

24 ოქტომბერი, 2012 • 1632
ივანიშვილი: ხიდის დანგრევის საკითხს მოსახლეობასთან შეთანხმებით გადავწყვეტთ

“არა მარტო ხიდის, თქვენ ნახეთ ის ზარბაზანის ტუჩს რომ ჰგავს უზარმაზარი ნაგებობა რიყეზე, ამით უნდოდა ხიდის დაბალანსება და მართლა დააბალანსა. ეს უნდა იყოს ჭურჭელი, გრაფინებია წაქცეული თითქოს მიწაზე დაყრილი, მე მინდოდა ამ პროექტის განხორციელება ადრე, მაგრამ როდესაც რეალური პროპორციები ვნახეთ, ეს გამოდიოდა საშინელება და უარი გავუგზავნე, თუმცა თქვენი ლიდერი არაფრით არ ჩერდება, ვერ შევაჩერეთ. მე ამის განცდა მაქვს, მაგრამ მე არ გავაკეთებ ამას ერთპიროვნულად, უფრო დეტალურად საქართველოს მოსახლეობას გამოვკითხავთ და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, ეს არ იქნება ისე, თქვენ რომ მიეჩვიეთ, ერთპიროვნულად, ერთი ადამიანი რომ წყვეტს ყველაფერს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ამ წუთებში უმცირესობის წარმომადგენლებს პარლამენტში ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი