“დაგეგმილია კუდის დეპარტამენტის გაუქმება, უნდა მოხდეს მანკიერი სისტემის ლიკვიდაცია და დეპოლიტიზება. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდბულება დაეკისრება კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ ცენტრებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
“შსს–ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება პოლიციის ფუნქციის მქონე 2 მნიშვნელოვანი დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევა ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა – 1) საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და 2) საზღვრის დაცვის დეპარტამენტი”, – ნათქვამია მინისტრობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამაში.
მისივე განცხადებით, შეიქმნება ანტიკორუფციული ცენტრი, რომლის ერთ–ერთი მიზანიც ბიზნესისა და მეწარმეების სახელმწიფოსთან ფარული კავშირების გამორიცხვა იქნება.
ღარიბაშვილის თქმით, პრივილეგირებული, კანონიერი ქურდების დრო დასრულდა. ხელშეუხებელი მხოლოდ კანონი და ქვეყანა იქნება.
“პირადად ვიქნები გარანტი, რომ ნებისმიერ პოლიციელს არ მოუწევს პოლიტიკური დაკვეთების შესრულება”, – ამბობს ღარიბაშვილი.