ახალი ამბები

პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

21 ოქტომბერი, 2012 • • 1228
პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

რაც შეეხება გარემოს დაცვისა  და  ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, მას ზურაბ ზვიადაური ჩაუდგება სათავვეში. ზვიდაურს აღნიშნულ თანამდებობაზე ნდობა 82–მა დეპუტატმა გამოუცხადა. 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე  იქნება, იგი 88 ხმით აირჩიეს. ტყემალაძემ უარი განაცხადა ვიცე სპიკერის თანამდებობაზე. 

 

დიასპორისა და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე იქნება. სანიკიძე 84 ხმით აირჩიეს. ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ  დოლიძე იქნება, რომელიც 88 ხმით იქნა არჩეული. 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი აირჩიეს.  იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იქნება.  ხმალაძემ 90 ხმა მიიღო.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი გახდა. ტრიპოლსკი 90 ხმით აირჩიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს კი თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ჯაფარიძე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ირინე იმერლიშვილი უხელმძღვანეელებს. იგი 89 ხმით აირჩიეს.   დავით ონოფრიშვილი კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი იქნება.

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ლერი ხაბელოვი აირჩიეს. ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს კი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს.

 

პარლამენტში სულ 15 კომიტეტია. 15 კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტმა დღეს აირჩია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი