ახალი ამბები

გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

26 იანვარი, 2017 • 2872
გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

რამდენიმე საათის წინ კიევში სააპელაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო, რის გამოც ცერცვაძე კვლავ პატიმრობაში დარჩა. სასამართლოში ცერცვაძის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახის (პატიმრობა) შეცვლას და მის გათავისუფლებას.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცემები რუსეთს საქართველომ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი