ახალი ამბები

ანონსი – 27 იანვარი

26 იანვარი, 2017 • 3499
ანონსი – 27 იანვარი

გთავაზობთ, 27 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09.30 – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (დასაქმების მომსახურებათა განვითარება) დახურვა. შეხვედრას ესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, ბრანისლავ ონდრუში და პროექტის სხვა მონაწილეები. მისამართი: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ( აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით ).


10:00 – ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რუსთაველის დარბაზში  სახალხო დამცველი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. მისამართი: შ.დადიანის ქ. 2/1


11:00 – რესპუბლიკური პარტის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ბრიფინგს გამართავს „რესპუბლიკელების“ საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ. მის: თბილისი, სოფიკო ჭიაურელის N13, რესპუბლიკური პარტიის ცენტრალური ოფისი.


12:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძოსადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის თაობაზე. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


12:00 – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221


13:00 – პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ელენე ხოშტარიას შეხვედრა დევნილებთან


13:00 – საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისსაკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა


13:00 – საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


13:00 – კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გამარჯვებული გამომცემლობების წარმომადგენლები – თინათინ დიდებულიძე და მარინე ბალავაძე გაუძღვებიან.  


14:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში ახალაშენებულ C ჰეპატიტის მართვის ცენტრს დაათვალიერებს და გახსნამდე, იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნობა. მისამართი: დავით აღმაშენებლის ქ. 222, ზუგდიდი საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009


14:00 – სატუმრო „ტიფლის პალასში“ სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე„საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებისათვის“


15:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას და დეპუტატებს შეხვდება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 16.

მასალების გადაბეჭდვის წესი