ახალი ამბები

პარლამენტმა 150–ვე დეპუტატის უფლებამოსილება სცნო

21 ოქტომბერი, 2012 • 1190
პარლამენტმა 150–ვე დეპუტატის უფლებამოსილება სცნო

“ოლქებში დაფიქსირებულია მთელი რიგი დარღვევები, უმრავლესობის მხრიდან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ გვქონდა მანამდეც კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება იქნეს ცნობილი. 150–ივე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არის ცნობილი, კენჭი უყარა ამ გადაწყვეტილებას დროებითმა სამანდატო კომისიამ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. სხდომას ესწრებოდა 17 წევრიდან 14 და არც ერთი წინააღმდეგი არ წასულა”, – განაცხადა დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა.

 

ამის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას კენჭი უყარეს. 141 ხმით 0–ის წინააღმდეგ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება დამტკიცდა.

ახალმა პარლამენტარებმა ქვეყნისათვის ერთგულების ფიცი დადეს. ერთგულების ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა წაიკითხა. ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და პარლამენტის სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი