ახალი ამბები

რატომ არ დაუკრა ტაში საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს

21 ოქტომბერი, 2012 • • 1318
რატომ არ დაუკრა ტაში საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს

“როგორც ვიცი, ეს ევროპაშიც ხდება. პრინციპში, ნორმალურია უმრავლესობის დამოკიდებულება. ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ მთელი ერთი წლის განმავლობაში და ახლა რომ დემოკრატები ხდბიან, რეალურად ჩვენ და ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ, რომ  სახე მათაც შევუნარჩუნეთ. ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას უნდა ავერიდოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ და ქვეყანას მოვემსახუროთ”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ფეხზე მხოლოდ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული დეპუტატები წამოდგნენ. იგივე განმეორდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა და დარბაზი დატოვა. 

 

პარლამენტი სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ
პარლამენტი სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ

ივანიშვილმა კომენტარი მიხეილ საახაშვილი განცხადებაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება არ გამორიცხა.

 

“თვითონაც კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის  არავითარი შანსი არ აქვთ, მაგრამ თეორიულად ჩვენც არა გვაქვს უფლება, სხვა რამე ვთქვათ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას და ყველას ექნება საშუალება, ვისაც ქართველი ხალხი მიიღებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ევროპაში და ამერიკაში ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ცდილობს სახის შენარჩუნების, საქართველოში კი ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

 

“მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთონ ისეთი, რომ საქართველოს მოსახლეობას ამათზე გული შემოუბრუნდეს და ესენი კიდევ მთავრობაში წავიდნენ. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, თუმცაღა თეორიულად მე ყველაფერს ვუშვებ” – აღნიშნა ივანიშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი