“სოლიდარობა მუშებს!” “მუშა არ არის მონა!” “ახალაიები ციხეში!” – სტუდენტებს სწორედ ამ წარწერებიანი ტრანსპარანტები უჭირავთ ხელში და იგივე სლოგანებს სკანდირებენ. ისინი ითხოვენ პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას, ასევე შრომის კოდექსის შეცვლას და იაფ, ხელმისაწვდომ განათლებას. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან.
სტუდენტების აქციის პარალელურად პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები. ისინი “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებს სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.