ახალი ამბები

‘ნაციონალებს’ პარლამენტის შესასვლელში სტვენით დახვდნენ[video]

21 ოქტომბერი, 2012 • 1188
‘ნაციონალებს’ პარლამენტის შესასვლელში სტვენით დახვდნენ[video]

“ნაციონალები” პირველ სხდომაზე დასასწრებად პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მისულია პრეზიდენტი, სწორედ მან  გახსნა ახალი მოწვევის პარლმანეტის პირველი სხდომა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

უკვე პარლამენტში იმყოფება პირველ სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული ბიძინა ივანიშვილი. 

 

გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოგა ხაჩიძემ “ფეისბუქში” საკუთარ გევრდზე გამოაქვეყნა მოქალაქეთა აქციის ამსახველი ვიდეო, რომელსაც მისივე ნებართვით გთავაზობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი