ახალი ამბები

თამარ კორძაია: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

26 იანვარი, 2017 • 5715
თამარ კორძაია: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ერთადერთი შეღავათი, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს, ის არის, რომ ეს ადამიანები უფრო ადრე გამოვლენ ციხიდან, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუსაჯა. გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს იმით მტკიცდება, რომ უდანაშაულო ადამიანები მაინც დამნაშავის სახელით დატოვა ამ სასამართლომ,” – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლომ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკავლიფიცირა [სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილად] მათი ბრალი [გაფლანგვა], რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია.

გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოდის, რომ მსჯავრდებულებს მოსახდელი აქვთ 1 წელი და 6 თვე [საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ] ნაცვლად 7 წლისა, რასაც გაფლანგვა ითვალისწინებდა.

მსჯავრდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქევშ მყოფები უდანაშაულონი არიან სამსახურეობრივი უფლებამსოილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც და დავას ზემოდგომ ინსტანციაში გააგრძელებენ. ისინი არ გამორიცხავენ არც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი