ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ეს არის ისტორიული დღე

21 ოქტომბერი, 2012 •
თეა წულუკიანი: ეს არის ისტორიული დღე

“ხალხმა თვითონ გადაწყვიტა, ვინ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და ეს მოხდა მშვიდობიანი გზით, ეს გადაწყდა საარჩევნო ურნით და არა, ვთქვათ, სამოქალაქო დაპირისპირებით. ეს ჩვენ მოვახერხეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ მომავალს როგორც ქვეყანა. ამიტომაც შეკრების ეს დღე პარლამენტის არის ყველასათვის სასიხარულო, საზეიმო და ისტორიული მოვლენა”, – აღნიშნა წულუკიანმა. მისი თქმით, სასურველი იქნებოდა პარლამენტი თბილისში ყოფილიყო, თუმცა ისინი კანონს ემორჩილებიან:


“ალბათ სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის პარლამენტი სასურველი იქნებოდა თბილისში, თუმცა იცით, რომ თბილისში არ არის ამისთვის აუცილებელი შენობა, ამიტომ ჩვენ ვემორჩილებით დღეს არსებულ კონსტიტუციას და ვიკრიბებით ქუთაისში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი