ახალი ამბები

ივანიშვილი პარლამენტში უკვე მივიდა

21 ოქტომბერი, 2012 • 1570
ივანიშვილი პარლამენტში უკვე მივიდა

“სააკაშვილმა რაც დაგვპირდა, ყველაფერი უკუღმა გააკეთა ე.ი. ყველაფერი წინ გველოდება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავამტკიცოთ და დავუსაბუთოთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ და ვიზრუნებთ ქვეყნის განვითარებაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტად ჩადგეს განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგში.  მთავარი არის, რასაც დავპირდით ხალხს, ის გავაკეთოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დარჩება:

“რა თქმა უნდა, ქუთაისელებს ეს მოსწონთ და ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ ნაწილობრივ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლებისთვის მომსახურება ვერ იქნება ქალაქისთვის გადამყწვეტი, ქუთაისს სხვანაირი მიხედვა უნდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად აღორძინდეს ქუთაისი. პარლამენტის თბილისში გადატანა დღის წესრიგში დარჩება. როგორც იქნება უფრო ეფექტური ქვეყნისათვის, ისე გავაკეთებთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი