ახალი ამბები

პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე[video]

21 ოქტომბერი, 2012 • • 1339
პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე[video]

რაც შეეხება ჟურნალისტების სამუშაო გარემოს, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტები სხდომის დაწყებამდე საათნახევრით ადრე შეუშვეს. პარლამენტის პრესამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, უშუალოდ სხდომის დარბაზში მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები განლაგდებიან – თითო მედიასაშუალებიდან მხოლოდ ერთი, რადგან ადგილბის რაოდენობა პრესის ლოჟაში მხოლოდ 40–ია. 

 

“თუ დარჩა ადგილი, ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენც შეხვიდეთ. თქვენთვის სასესიო ადგილზეც არის ტერიტორია, რომ ინტერვიუები აიღოთ და ჩართვები განახორციელოთ”, – განაცხადა მაკა გიგაურმა. 

 

სხდომის დარბაზს მიღმა დარჩენილი ჟურნალისტები მედიაცენტრში იმუშავებენ, სადაც პირდაპირ ეთერში დააკვირდებიან ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მიმდინარეობას. 

 

პარლამენტის შენობაში შესვლისას ჟურნალისტებმა, ფოტორეპორტიორებმა და ოპერატორებმა დეტალური შემოწმება გაიარეს. ამ დროისათვის მედიაცენტრის ოთახში შეფერხებულია უსადენო ინტერნეტის მიწოდება, პარლამენტის შენობის ფოიეში კ ინტერნეტი ჩეულებრივ მუშაობს. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მედიაცენტრში ინტერნეტის მიწოდება მალე აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი