ახალი ამბები

ცესკო: ხმა მისცა ამომრჩეველთა 27%–მა

14 ოქტომბერი, 2012 • 1139
ცესკო: ხმა მისცა ამომრჩეველთა 27%–მა

ეკა აზარაშვილის განცხადებით, ექსცესები არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა:

 

“11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ხელახალი კენჭისყრა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მშვიდ გარემოში. რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, 11 უბნის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობამ 17:00 საათისთვის 27% შეადგინა. რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, 25% შეადგინა გორში, სადაც ერთ უბანზე მიმდინარეობს არჩევნები, 24%–ია ხაშურში, სადაც 9 საარჩევნო უბანია, ხოლო სიღნაღში აქტივობა შედარებით მაღალია, რომელიც 69%–ს შეადგენს”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

 

ვაქირის ნომერ მე–5 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის ერთადერთი საჩივარია დაწერილი:

 

“საჩივარი დაიწერა საოლქო კომისიასთან მიმართებაში, ეს იყო ის, რომ აკრედიტაცია გაიცა იმ ადამიანზე, რომელიც იყო #5 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი 1 ოქტომბრის არჩევნებზე, ახლა კი ამავე უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მოვიდა. როგორც აღმოჩნდა, აკრედიტაცია არასწორად იყო გაცემული, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამ პირს დაატოვებინა უბანი”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ იზოლდა ბუღათრიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის #5 საარჩევნო უბანზე განმეორებით არჩევნებს სიღნაღის საარჩევნო ოლქოს 31–ე კომისია ატარებს.

 

სიღნაღის # უბანზე, ბოლო მონაცემებით, ხმა მისცა 610–მა ამომრჩეველმა, სულ რეგისტრირებულია 893 ამომრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი