დღეს, 20 იანვარს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის უფლებამოსილების შეწყვეტას.
საკრებულოს 31-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კობახიძის გადაყენებას, ხოლო 7-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა.
კენჭისყრის ჩატარებამდე გამოცხადდა 2-წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც უმრავლესობის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოთახში შეკრიბნენ, რის შემდეგაც დაინიშნა კენჭისყრა.