ახალი ამბები

ენმ პარლამენტს გაზპრომთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას თავაზობს

19 იანვარი, 2017 • 6047
ენმ პარლამენტს გაზპრომთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას თავაზობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „გაზპრომთან“ მოლაპრაკებების შეჩერებას ითხოვს. “ნეციონალური მოძროაბის” წევრმა რომან გოცირიძემ დღეს, 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე  საზოგადოებას ის რეზოლუცია გააცნო, რომელიც ენმ-მ შეიმუშავა.

ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია, რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს”,- განაცხადა რომან გოცირიძემ

საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც გულისხმობს 2018 წლიდან ტრანზიტის საფასურის – ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით საქართველოს პარლამენტმა უნდა დაადგინოს, რომ:

[checklist]

  • აღნიშნული შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და ინტერესებს;
  • აღნიშნული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მრავალგზის გაცხადებულ ნებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს;
  • დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესების საზიანო, მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური  და  ფინანსური რისკების შემცველი შეთანხმების გაფორმება ისეთ არასანდო პარტნიორთან, როგორიც არის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მართული კომპანია „გაზპრომი“;
  • დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი;
  • დადგეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი