ახალი ამბები

თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის გათამაშებები გრძელდება

11 ოქტომბერი, 2012 • 1741
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის გათამაშებები გრძელდება

ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა  ბილეთები, რომლებმაც სექტემბერში თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, მინიმუმ 3 განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და დააგროვეს გათამაშების ბილეთები.  

 

12 ოქტომბერს, ზუსტად 20:00 საათზე გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Facebook გვერდზე (facebook.com/TBCBank) შედგება. გათამაშებაზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც მოიგებს iPhone4, iPAD 3G და MacBook Pro-ს.   

 

შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის პირველი გათამაშება 12 სექტემბერს შედგა, რომლის შედეგადაც Apple-ის არაჩვეულებრივი პრიზები სამმა მომხმარებელმა მოიგო. ამჯერად უკვე თქვენ გეძლევათ შანსი, დასაჩუქრდეთ მხოლოდ იმისათვის, რომ ხართ ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელი.   

 

გარდა ამისა, გათამაშება ამით არ დასრულდება. Apple-ის პრიზების მოგების შანსი თქვენ კიდევ მოგეცემათ 12 ნოემბერს, ხოლო 8 დეკემბერს გათამაშდება სუპერპრიზი


ავტომობილი KIA Sportage!  ამავე დროს, დეკემბრის გათამაშებაში ჩაითვლება ის ბილეთებიც, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა, ამისათვის საჭიროა დეკემბრის თვეშიც გქონდეთ განხორციელებული სამი განსხვავებული ტრანზაქცია. 

 

შეგახსენებთ,  ყოველთვიურად განხორციელებულ  მინიმუმ  3 განსხვავეულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი.  

 

ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე : www.tbconline.ge, ან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!

 

მანქანის მოგება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!  დასაჩუქრდით იმისთვის რასაც ყოველთვის აკეთებთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი