ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე: შეაჩერონ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია

10 ოქტომბერი, 2012 • 1151
ამირან გამყრელიძე: შეაჩერონ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია

“რეპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების საკითხი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღეს მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხდება პრივატიზების დაჩქარება. სამწუხარდ, ვერ მოვიპოვე დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ აპირებს პრივატიზებას, თუმცა, როგორც ვიცი, კონტრაქტი ხელმოწერილია, მაგრამ თანხა გადახდილი ჯერ არ არის.

 

მე მივმართავ ეკონომიკის სამინიტროს, შეაჩერონ ეს პროცესი.

 

ასევე, მივმართავ საზოგადოებას და საავადმყოფოს თანამშრომელებს, რადგან საქმე ეხება ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხდება სტუდენტებისა და ექიმების ცოდნის გარღმავება,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, მას ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან – ზურაბ ჭიაბერაშვილთან, ასევე გუშინ – მინისტრის მოადგილესთან, თუმცა ისინი ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი