ახალი ამბები

რატიანი NDI-ს კვლევაზე: მესამე ადგილზე ყოველთვის იყო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა

16 იანვარი, 2017 • 1818
რატიანი NDI-ს კვლევაზე: მესამე ადგილზე ყოველთვის იყო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებთ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ პრობლემას შორის ყოველთვის იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ხოლო ბოლო რამდენიმე წელში ეს პრობლემა ფასების ზრდამ უკანა პლანზე გადაწია.

“ორი საკითხია უცვლელი, ესაა უმუშევრობა და სიღარიბე. მესამე ადგილზე ყოველთვის იყო ნაციონალური პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომაროება გაუარესდა და სერიოზულ კრიზისში შევიდა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა უკან გადაინაცვლა და შემოვიდა ფასების ზრდა, რადგან ეს არასტაბილურობის განცდაა, რაც ადამიანების ცხოვრებისთვის დამანგრეველია,” – ამბობს სერგო რატიანი.

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლიდან უცვლელია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58%), მზარდი ფასები და ინფლაცია (38%) და სიღარიბე (30%).

Screen Shot 2017-01-16 at 11.10.49 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი