ახალი ამბები

გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტების ხარჯებზე ინფორმაციას აუდიტის სამსახური ჯერ არ ასაჯაროებს

10 ოქტომბერი, 2012 •
გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტების ხარჯებზე ინფორმაციას აუდიტის სამსახური ჯერ არ ასაჯაროებს

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 8 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. 

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – საარჩევნო ბლოკმა “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა.

 

სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნულმა პარტიებმა, კანონის დაცვით, არჩევნებისთვის გამოყენებული ფინანსური სახსრების შესახებ ანგარიშები უკვე წარადგინეს, თუმცა, როდის გაასაჯაროებს აუდიტის სამსახური ამ ანგარიშებს, ამაზე უწყების პრესსამსახურში ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მიწოდებული მონაცენების დამუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი