ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს “გაზპრომთან” დაკავშირებით პარლამენტში იბარებს

13 იანვარი, 2017 • 1755
საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს “გაზპრომთან” დაკავშირებით პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს გაზპრომთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა 13 იანვარს.

“როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ თავისას მიაღწია და შეთანხმების ის ვერსიაა დადებული, რომელიც რუსეთს აწყობდა. ეს შეთანხმება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. შეთანხმება ენერგოუსაფრთხოების მხრივ არის პრობლემური და ეკონომიკურად წამგებიანია. რუსეთი წლების მანძილზე მოითხოვდა გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზირებას. მათ თავისას მიაღწიეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობა ვიწვევთ კახა კალაძეს, რათა განმარტოს შეთანხმების დეტალები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ,” -აღნიშნა რატიანმა.

საქართველოს მთავრობის 11 იანვრის გადაწყვეტილებით,  “გაზპრომ ექსპორტთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით,  საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასური იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის, თუმცა კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობაც, რომელსაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, არაა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი