ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციას სახელწოდება და თავმჯდომარე შეეცვალა

13 იანვარი, 2017 • 1368
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციას სახელწოდება და თავმჯდომარე შეეცვალა

13 იანვარს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება და თავმჯდომარე შეიცვალა. ფრაქციის ახალი სახელწოდებაა “ევროპული საქართველო”, ხოლო თავმჯდომარე, ნიკა მელიას ნაცვლად, სერგო რატიანი იქნება.

“ფრაქციას ეწოდება ევროპული საქართველო და თავმჯდომარე სერგო რატიანი იქნება. ფრაქციას არაფერი საერთო აქვს იმ პარტიასთან, რომელსაც მომავალში დავაფუძნებთ”, – ამბობს კაკო ბობოხიძე.

შეიცვალა ელენე ხოშტარიას ფრაქციის სახელწოდებაც (“ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისათვის”) და დაერქვა “ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის”. ამ ფრაქციას დაემატნენ დეპუტატები – თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი