ახალი ამბები

სუბარს შსს–ს უბლებამოსილების პრეზიდენტისთვის გადაცემა ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია

8 ოქტომბერი, 2012 • • 936
სუბარს შსს–ს უბლებამოსილების პრეზიდენტისთვის გადაცემა ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია

“ამაზე დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროსაც გვქონდა საუბარი, ინფორმაცია გავცვალეთ. რაიმე დაძაბულობა ამ თემაზე არ გვქონია, თუმცა, ზოგადად, მსგავსი საკითხები, რადგან დიალოგის რეჟიმში ვართ გადასული, ალბათ, ჯობს, მინიმუმ წინასწარი შეთანხმების ან შეტყობინების საფუძველზე კეთდებოდეს”, – განუცხადა სოზარ სუბარმა “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის მიერ 5 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებულებასთან დაკავშირებით.

 

მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი უნდა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, სააგენტოს ხელმძღვანელს კი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგენით. 5 ოქტომბრამდე აღნიშნული სააგენტო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებაში იყო, მას შემდეგ კი, რაც შს მინსიტრი “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მას ეს ფუნქცია არ ექნება.

 

 „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“  ამოცანაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი