“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 8 ოქტომბრის დილას გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს კომისიის შენობა დახვდათ გაძარცვული და აღარ დახვდათ სამუშაო ოთახებში განთავსებული ინვენტარი. როგორც ირკვევა, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან გატაცებულია სამი კომპიუტერი, სადაც ინახებოდა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალები”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, საქმეს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ, შემთხვევის ადგილზე კი კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობს.








