ახალი ამბები

უსუფაშვილი: ცვლილებები სამთავრობო ფუნქციებში ჩვენთან შეუთანხმებლად არ მოხდება

8 ოქტომბერი, 2012 • 1029
უსუფაშვილი: ცვლილებები სამთავრობო ფუნქციებში  ჩვენთან შეუთანხმებლად არ მოხდება
“ეროვნულ ბანკთან და კონტროლის პალატასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ორი თანამდებობა, რა თქმა უნდა, არ არის სამთავრობო ნომენკლატურა. ეროვნული ბანკისა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელების კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან იგივე სტატუსით, როგორც მთავრობის მომავალი წევრები,”  – განაცხადა უსუფაშვილმა.

 
მისი თქმით, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები სამთავრობო სტუქტურეში და ფუნქციებში არ მოხდება მათთან შეუთანხმებლად:

 
“ყველა სამინისტროში და აღმასრულებელ უწყებაში შევლენ ჩვენი წარმომადგენლები. ეს არ იქნება არანაირი სტატუსის მქონე ხალხი. ისინი არ ჩაერევიან გადაწყვეტილებების მიღებაში. მხოლოდ შეისწავლიან მიმდინარე ვითარებას სამინისტროებში.”

 
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დეტალებზე ისაუბრეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას, ამ საკითხის დეტალები ცნობილი არ არის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი