ახალი ამბები

‘ნაცმოძრაობას’ შსს–ს უფლებამოსილების გადაბარება პრეზიდენტისთვის საგანგაშოდ არ მიაჩნია

8 ოქტომბერი, 2012 • • 1240
‘ნაცმოძრაობას’ შსს–ს  უფლებამოსილების გადაბარება პრეზიდენტისთვის საგანგაშოდ არ მიაჩნია

კუბლაშვილის თქმით, ახალი და ძველი მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს, თუმცა მის კონკრეტულ დეტალებზე არ უმსჯელიათ. მისივე მტკიცებით, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს მაინც მთავრობა და პრეზიდენტი აკონტროლებდა.

 

მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი უნდა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, სააგენტოს ხელმძღვანელს კი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგენით. 5 ოქტომბრამდე აღნიშნული სააგენტო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებაში იყო, მას შემდეგ კი, რაც შს მინსიტრი “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მას ეს ფუნქცია არ ექნება.

 

 „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“  ამოცანაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.


მასალების გადაბეჭდვის წესი