“ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, როდესაც იგი შეიკრიბება. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გაწევს ამ თემაზე სამოქალაქო სექტორთან და უფლებადამცველებთან.  ეს საკითხი ამ კონსულტაციების გარეშე არ გადაწყდება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სუბარმა.

 

შეგახსენებთ, რომ  ინფორმაცია თამარ გურჩიანის სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდა. Facebook-ში ასევე შეიქმნა გვერდი –”თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად”. 

 

თამარ გურჩიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ კი – “სამართლიან არჩევნებში”. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობას ტატა ხუნწარია ასრულებს მას შემდეგ, რაც გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა. 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *