გთავაზობთ ოთხშაბათს, 11 დეკემბერს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:
09:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
11:00 ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
11.00 ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში დოკუმენტის „წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტი“ პრეზენტაციას გამართავს. . დოკუმენტი წარმოადგენს გზამკვლევს წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შიდა შეფასების მეთოდოლოგიის განვითარებისთვის და ამასთანავე, შეიცავს რჩევებს წინასწარი პატიმრობის გამოყენების ანალიზისას სტატისტიკური და თემატური კვლევების მეთოდების შესახებ. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“