ახალი ამბები

ცესკო: ამ ეტაპზე 8 უბნის შედეგია გაბათილებული

5 ოქტომბერი, 2012 •
ცესკო: ამ ეტაპზე 8 უბნის შედეგია გაბათილებული
“ჯერ–ჯერობით ოლქის შედეგების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.   

აზარაშვილის განცხადებით, ხაშურის იმ უბანზე, სადაც სპეცრაზმი შევიდა, შესაბამისი მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.

“ხაშურში 4 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი უბნის გაუქმების თაობაზე. ეს არ იყო მოწოდებული მხოლოდ იმ ორ უბანთან დაკავშირებით, რომელზეც აჟიოტაჟია ატეხილი სპეცრაზმის განთავსებასთან დაკავშირებით.  ხაშურის ამ პრობლემურ 2 უბანთან დაკავშირებული მასალები არის გადაგზავნილი პროკურატურაში შესასწავლად. დაველოდებით შესაბამის მსვლელობას”, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი