ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ბარამიძისთვის ბეჯი 3 ოქტომბერს გაიცა.  

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე იმყოფებოდა ზუგდიდში, N67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში  უბნების ბათილობის საკითხის განხილვაზე. უბნის დამკვირვებლის განცხადებით, გიორგი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლება, დასწრებოდა  საოლქო- საარჩევნო კომისიის სხდომას, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საშვი არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს გაიცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *