მიღებული ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”- მიღებული ხმების რაოდენობაა 1 184 648, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 54,9%–ს , “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- მიღებული ხმების რაოდენობაა 872 335, რაც შეადგენs საერთო რაოდენობის 40,4%–ს.
აზარაშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას დარჩენილი პერიოდის განმავლობაში დარჩენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.
“დღეისათვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვის განხილვის ეტაპი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაიტერესებულ მხარეებს, პირველ რიგში მედიას, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისაგან”, – აღნიშნა აზარაშვილმა.