ახალი ამბები

საკონსულტაციო ჯგუფების მორიგი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება [Video]

5 ოქტომბერი, 2012 •
საკონსულტაციო ჯგუფების მორიგი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება [Video]

შეხვედრაში მონაწილეებმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შედგა პრინციპული შეთანხმება მთავრობის მშვიდობიანად გადაცემის თაობაზე, ხოლო კონკრეტულ სამინიტროებში გადაბარების პროცესი ორშაბათიდან დაიწყება, როდესაც ჯგუფის მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს შედგა ძალიან კონსტრუქციული და დადებითი შეხვედრა, სადაც გამოჩნდა, რომ ორივე მხარე აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რასაც მოჰყვება ხელისუფლების მშვიდ ვითარებაში გადაბარება.

 

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, საუბარი ასევე შეეხო იმ სადავო ოლქებში შექმნილ ვითარებას, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ლიდერობენ და ამას აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციები დაიწყო, და ეს გაგრძელდება კონკრეტიკით ორშაბათს.

მასალების გადაბეჭდვის წესი